Thursday, December 11, 2008

ალკოჰოლის შედგენილობა და ზეგავლენა ორგანიზმზე

თუ ალკანის მოლეკულაში ერთ წყალბადატომს ჩავანაცვლებთ ჰიდროქსილის ჯგუფით, მივიღებთ ნაჯერ ერთატომიან სპირტს - ალკოჰოლს. ალკოჰოლების ზოგადი ფორმულაა CnH2n+1OH ან R-OH

ერთატომიანი სპირტების - ალკოჰოლების ჰომოლოგიური რიგი და თვისებები
ალკოჰოლების პირველი სამი წარმომადგენელი ნებისნიერი თანაფარდობით იხსნება წყალსი,მოლეკულური მასის ზრდასთან ერთად მათი წყალში ხსნადობა კლებულობს,როგორც წესი სპირტებს აქვთ დამახასიათებელი სუნი, მათი სიმკვრივე 1-ზე < - ია. სპირტის მოლეკულაში ჟანგბადის ატომს აქვს ელექტრონების ორი განუყოფელი წყვილი, რომლის ხარჯზე მას შეუძლია იმოქმედოს სპირტის მეორე მოლეკულის ჰიდროქსილის ჯგუფის წყალბადატომზე, რომელსაც ყველაზე მაღალი ნაწილობრივ დადებითი მუხტი აქვს. ამიტომ სპირტის მოლეკულებს შორის მყარდება წყალბადური ბმები,რომლის სიმტკიცე, კოვალენტურ ბმასთან შედარებით სუსტია.ალკოჰოლებს დუღილის მაღალი ტემპერატურა აქვთ. ძირითადად ალკოჰოლებიდან ყველაზე დიდი გამოყენება აქვს ხის სპირტსა (მეთანოლს) და ღვინის სპირტს (ეთანოლს). არსებობს ამ ალკოჰოლების ბუნებრივი ნაერთებისაგან მიგების კერძო მეთოდები. ხის ნახერხის მშრალი გამოხდითსას ხვადასხვა ნაერთთან ერთად მიიღება დიდი რაოდენობის ხის სპირტი (მეთანოლი), რომლის გამოყოფა ხდება გამოხდით. შაქრის შემცველი წყალხსნარების დუღილით ფერმენტების თანაობისას იღებენ სპირტს-რექტიფიკატს, რომელიც 95% ღვინის სპირტს ( ეთანოლს) შეიცავს. ხის მერქნის (ცელულოზის) ჰიდროლიზით მინერალური მჟავას თანაობისას იღებენ ჰიდროლიზურ სპირტს, რომელიც 70-80% ღვინის სპირტს (ეთანოლს) შეიცავს. ღვინის სპირტი (ეთანოლი) გამოიყენება, როგორც საწვავი და როგორც ნედლეული ქიმიურ წარმოებაში, გამხსნელად პარფიუმერიაში,სადენზიფექციოდ მედიცინაში, სპირტიანი სასმელებისა და წამლების წარმოებაში,ბენზილის შემცვლელად ავტომობილის ძრავებში და სხვა. სამედიცინო სპირტში ალკოჰოლის (ეთანოლის) მოცულობითი წილი 96%-ია,დანარჩენი წყალია. ტექნიკური სპირტი ბენზოლისა (C6H6) და ხის სპირტის (CH3OH) ტექნიკურ მინარევს შეიცავს. მისი სასმელად გამოყენება აკრძალულია. ხის სპირტი (მეთანოლი) CH3OH - ძლიერი საწამლავია. მისი მცირე რაოდენობა იწვევს სიბრმავეს და სიკვდილსაც კი. ის გამოიყენება ნედლეულად ქიმიურ წარმიებაში. ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს სპირტიან სასმელებს. ღვინის სპირტის შემცველობა ლუდში - 4-6%, ღვინოში - 9-12%, კონიაკსა და ვისკში - 40-50%_ია. ქართული ღვინო ცნობილია მთელ მსოფლიოში. სისხლში 0,05% ღვინის სპირტის (ეთილის) შემცველობა ამაღლებს ადამიანის განწყობას, 0,25% უკვე აფერხებს ნერვული ინპულსების გადაცემას, ანელებს აზროვნებას. 0,4%_ის დროს კი ადამიანი იღუპება.

ალკოჰოლი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ლონდონის university college-ის ჩატარებულმა გამოკვლევამ ნამდვილად სულზე მოუსწრო იმ ადამიანებს, რომელთაც ”ალკოჰოლის”გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ, ამ გამოკვლევის შედეგის მიხედვით, ერთი დღის განმავლობაში ნახევარი ბოთლი ღვინის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას. სხვათა შორის, ეს განსაკუთრებით, ქალებს ეხება.

ინგლისელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანთა ტვინიც კი, რომლებიც კვირაში მხოლოდ ერთ ჭიქა ღვინოს სვამენ, გაცილებით უკეთ მუშაობს,ვიდრე ჩაის მოყვარულთა ტვინი, ალკოჰოლის დადებითი ეფექტი ასეთნაირად აიხსნება: ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანის ტვინს სისხლი უფრო კარგად მიეწოდება, ხოლო როდესაც ადამიანი ერთ კვირაში 5_6 ბოთლ ღვინოს სვამს, ტვინის მუშაობა, საუკეთესო შედეგს აღწევს.

მონაცემები ალკოჰოლის სარგებლიანობის შესახებ ეფუძნება ხანგრძლივ დაკვირვებას 10000 ბრიტანული სახელმწიფოს მოხელის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევები 1967წლიდან მოყოლებული ტარდებოდა. შესწავლილ იქნა თამბაქოს მოწევის, სიმსუქნის, სოციალური სტატუსისა და სხვა ფაქტორების გავლენა ადამიანის ჯამრთელობაზე.

რაც შეეხება ალკოჰოლის, გამოკვლევის დროს 6000 ბრიტანელს უნდა გაევლო ტესტირება, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა ამოცანეგისა და მეხსიერების სავარჯიშოებისგან.

როგორც გაირკვა, ყველაზე ცუდი შედეგები იმ პირებს ჰქონდათ, რომლებიც ძალიან იშვიათად ან საერთოთ არ ეტანებოდნენ ალკოჰოლს. თუმცა ეს ტენდენცია ქალებში უფრო შეინიშნებოდა,ვიდრე მამაკაცებში. საუკეთესო შედეგები აღმოჩნდათ იმ ქალებს, რომლებიც დღეშისვამდნენ ნახევარ ბოთლ ღვინოს ან ლუდს.

ამ დაკვირვებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის მოქმედებას შეუძლია გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის შემცირება და ტვინისთვის სისხლის მიწოდების ფუნქციის გაუმჯობესება, რაც ადამიანის გონებრივ მონაცემებზე ახდენს გავლენას.თუმცა გამოკვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს იმასაც,რომ მიღებულმა მონაცემებმა ალკოჰოლიზმისაკენ არ უნდა გვიბიძგოს,რადგან ჯერჯერობით არავინ უარყოფს იმ ფაქტს,რომ სპირტიანი სასმელი კიბოს და ღვიძლის ცეროზის განვითარებას უწყობს ხელს.

ინგლისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები,რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიშში ხაზს უსვამდნენ ადამიანის ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის უარყოფით გავლენას,ამ გამოკვლევამ ძალიან შეაფიქრიანა.

ალკოჰოლი აზიანებს არა მარტო ღვიძლს არამედ ფილტვებსაც. ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარება იწვევს იმ ცილების დაშლას, რომლებიც იცავენ ფილტვის ქსოვილებს., სითხით გაჟღენთვისაგან და ასევე ამცირებს ანტოქსიდანტების შემცველობას და აქვეითებს იმუნურ დაცვას. ყველა ეს პროცესი შეიძლება გაერთიენდეს ერთ სიტყვაში “ალკოჰოლური ფილტვი''.


მეცნიერებმა ემორის უნივერსიტეტიდან მოლეკულურ დონეზე შეისწავლეს პროცესები რომლებიც მიმდინარეობს ფილტვების უჯრედებში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ფონზე, კვლევის შედეგები დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ რატომ ვითარდება ხშირად ქრონიკულ ალკოჰოლებში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების ფონზე. კვლევის შედეგები დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვითარდება ხშირად ქრონიკულ ალკოჰოლებში ისეთი მდგომარეობები როგორიცაა მძიმე პრევმონია და მწვავე რესპირატიულ დისპრესს- სინდრომი.

ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ფილტვები შეიცავს ნაკლები რაოდენობით ცილა ფლუტატიონს, რომელსაც აქვს ინტიოქსიდანტური თვისებები და იცავს ფილტვებს დაჟანგვითი სტრესისაგან.

გარდა ამისა, ალკოჰოლი შლის ცილა კლაუდინს, რომელიც ეხმარება ფილტვის სითხესა და ჰაერს შორის არსებული ბარიერის შენარჩუნებაში. ეს ბარიერი საშუალებას აძლევს ჰეაღწიოს ფილტვებში, მაგრამ ეწინააღმდეგება სისხლსა და სხვა სითხეებს. თუ ქსოვილში კლაუდინი არასაკმარისი რაოდენობითაა, ქსოვილი შეიძლება სითხით გაიჟღინთოს, ჯანმრთელი ფილტვები იცილებენ ზედმეტ სითხეს, მაგრამ ალკოჰოლიკის ფილტვებში დაინფიცირებისას ან დაზიანებისას შეიძლება განვითარდეს მძიმე პრევმონია ან მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი. იმუნიტეტის დაქვეითება”ალკოჰოლურ ფილტვში” გამოვლინდება, გრანულციტები მაკროფაგების კოლონიის მაქტიმულირებერი ფაქტორის მიმართ არსებული რეცეპტორების არასაკმარისი რაოდენობით და ფილტვები ამომფენი ეპითელური უჯრედების სუსტი პასუხით ამ ჰორმონზე. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა დაამტიცეს, რომ გრანულოციტი მიკრო ფაგების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორებით, მკურნალობა იცავს ფილტვებს სეპტიკური შოკის დროს.

ეს ფაქტორები ასევე მნიშვნელოვანია ეპითელური უჯრედების მიერ აირსა და სითხეს შორის ბარიერების შენარჩუნებაში, ამრიგად მკურნალობა ფაქტორით, რომელიც ასტიმულირებს გრანგოციტების.მაკროფაგების კოლონიას, ეხმარება ალკოჰოლის ფილტვებზე ზემოქმედების ნეიტრალიზებას. უკვე დაიწყო კლინიკური კვლევები,ამ თემებზე შესაძლოა, მომავალში ახალი ტიპის მკურნალობის დახმარებით მძიმე პრევმონიტებისა და რესპირატორიული დისტრეს-სინდრომის მქონე მრავალი პაციენტის გადარჩენა მოხერხდეს.

მოზარდები რომლებიც ეტანებიან სპირტიან სასმელს-არიან შეზღუდულები , დაკარგული აქვთ ინტერესი ნორმალური ცხოვრებისა და სწავლისადმი. იზიდავთ მხოლოდ უმიზნო დროსტარება, რომლის დროსაც აუცილებელი ატრიბუტია სპირტიანი სასმელი. ალკოჰოლის გავლენით მოზარდები ხშირად ამყარებენ შემთხვევით სქესობრივ კავშირს.

როცა ადამიანი ალკოჰოლს ეჩვევა, ორგანიზმის მომარაგება აუცილებელი ნივთიერებით მნიშვნელოვნად ქვეითდება, რადგან სპირტიანი სასმელები აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვან არსს და ხელს უწყობს მათ დაავადებას, რის შედეგადაც ირღვევა ნორმალური გადამუშავება და შეწოვა ისეთი მნიშვნელოვანი ნივთიერებებისა, როგორიცაა ცილები და ვიტამინები. ამის გამო ვითარდება მუცლის მოშლა, ორგანიზმი საბოლოოდ სუსტდება და ქვეითდება იმუნიტეტი . ე.ი წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებისადმი. ამიტომ ალკოჰოლისტებს დიდი მიდრეკილება აქვთ ინფექციური დაავადებისადმი საერთოდ და პირველ რიგში კი ტუპერკულოზისადმი , ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ტუპერკულიზით დაავადება მამაკაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში.

ალკოჰოლი სისხლში გვხვდება კუჭ-ნაწლავიდან შეწოვის გზით. კუჭში შეიწოვება ალკოჰოლის20%, დანარჩენი 80%-ის შეწოვა კი წვრილი ნაწლქვებიდან ხდება. იმის მიხედვით, თუ რა სახის სასმელში როგორი კონცენტრაციითაა ალკოჰოლი, ლუდისაგან განსხვავებით ალკოჰოლი ორგანიზმში გვიან შეიწოვება. მასზე უფრო ადრე შეიწოვება ღვინისაგან, უფრო სწრაფად არაყისაგან და კიდევ უფრო სწრაფად სხვა სასმელებისაგან.

ნაწლავებიდან ალკოჰოლი კარის ვენის საშუალებით ხვდება მისი თანდათანობითი ნეიტრალიზაცია. სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალური კონცენტრაცია მისი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ხდება. ამის შემდეგ იწყება მისი შემცირება ნეიტრალიზაცია თუ ალკოჰოლის სრულ ნეიტრალიზაციამდე განმეორება მისი ხელ ახლა დოზების მიხედვით, ბოლოს და ბოლოს ორგანიზმში აღმოჩნდება ალკოჰოლის მუდმივი გავლენის ქვეშ, ალკოჰოლის კონცენტრაცია ნერვულ ქსოვილში ხანგძლივია. დიდხანს რჩება ტვინის ქსოვილი ჭარბად შთანთქავს ალკოჰოლს და ძნელად თავისუბლდება მისგან

ალკოჰოლის ერთდროული თუ ქრონიკული მიღების შედეგად იზღუდება რა ნერვიული უჯრედის მუშაობა. ირღვევა ორგანიზმის ნივთიერებთა ცვლა .ცვლის დარღვევის შედეგად მიგებული პათოლოგიური პროდუქტები მეორადად მოქმედებს ნერვიულ უჯრედებზე და ცვლის მის ისედაც შეცვლილ პუნქციას რაც შემდგომ განაპირობებს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მძიმე სომატურ ფსიქიკურ აშლილობებს.